საწრეო მუშაობის რეფლექსია

სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა

რეფლექსია

  სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის II/ბ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე. საწრეო მუშაობის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე:
  წრეში გაერთიანებული იყო ----------- მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, მე-6 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ იყო გაწერილი პროგრამის სახით.
  საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით სახვით და გამოყენებით ხელოვნებაშისაწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვისრათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ.

საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:

• გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებასმაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
• მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
• მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებსმათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.


  საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა.  მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისებადასკვნების გამოტანისშეფასების თუ სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შემიცლია. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საჭიროებებიმეტი რესურსის მოძიებაუფრო მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე.

  შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, ასევე ვცდილობდი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მეცადინეობებზე ვიყენებდი რესურსს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები. 

  გამოკითხვის შემდეგ  გამოვლინდა,რომ მოსწავლეებს მოსწონთ საწრეო მუშაობაისინი კმაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვისამომწურავი და გასაგები ახსნისათვის გაუგებარი საკითხების შემთხვევაშისაინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვისანალოგიურად მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებასაღნიშნავენრომ წრე იყო კარგად ორგანიზებული,  კმაყოფილი არიან კურატორის მუშაობითმათი შვილი   სიამოვნებით დადიოდა დაგეგმილ მეცადინეობაზე,  უფრო ხალისით და მონდომებით  მუშაობდა ამ კუთხითრაც  აკადემიურ მიღწევებზეც აისახა.  

 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.

No comments:

Post a Comment