საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები

II კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი  ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემადსახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტისა და პრინციპის,  მასალისა და ტექნიკისგამოყენება  ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ქმნის ნამუშევრებს  შთაბეჭდილებები და წარმოსახვით;
·         იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სქელს და წვრილსსწორსტალღოვანსტეხილსწყვეტილს,ზიგზაგს, მრუდეს, კონტურს);
·         იყენებს ძირითად და შედგენილ ფერებს;  
·         ქმნის და იყენებს ორ (2D) და სამგანზომილებიან (3D) ფორმებს (გეომეტრიულს და ბუნებაში არსებულს);
·         განმეორებადი ხაზებითფორმებით და ფერით ქმნის რიტმულ გამოსახულებებს;
·         შერეული მასალითა (ბუნებრივი და ხელოვნური)  და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ქმნის ნამუშევარს (აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა და სხვა);
·         ერწავს გეომეტრიულ ფორმებს, ქმნის მარტივ კომპოზიციებს და მცირე პლასტიკის ნიმუშებს თიხისა და პლასტილინის გამოყენებით;
·         სხვადასხვა მასალით ამზადებს ნივთებს, კონსტრუქციებს, სათამაშოებს და  სხვა;
·         იღებს სხვადასხვა ფაქტურას (ქსოვილით, კბილის ჯაგრისით, ფუნჯის ტარით, სავარცხლით და სხვ.);
·         კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ხატავს/გამოსახავს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, კონტურს, მარტივ (ორგანზომილებიან) ფორმებს, რიტმულ გამოსახულებებს, იყენებს სხვადასხვა ფერს.


მიმართულებაკომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს,  იდეებს;
·         უსმენს მასწავლებლის ინსტრუქციას, რჩევას/მითითებას;
·         მონაწილეობს საკლასო და სასკოლო გამოფენაში;
·         მხარს უჭერს თანაკლასელებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობისას ან ერთობლივი ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრების შესახებ ელემენტარული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ინდივიდუალური ან ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს და ხსნისრისი ასახვა სურდა;
·         უზიარებს თანაკლასელებს საკუთარ შთაბეჭდილებებს სხვისი ნამუშევრის შესახებ;
·         საუბრისას იყენებს  ელემენტარულ ტერმინებს (ხაზი, ფერი, ფორმა);
·         უსმენს და აცდის სხვებს აზრის გამოთქმას;
·         უფრთხილდება (არ აზიანებს) საკუთარ და სხვის ნამუშევარს.


მიმართულებახელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.II.4მოსწავლემ უნდა შეძლოს ხელოვნების მრავალფეროვნების აღქმა (აღმოჩენა) გარემოში და დაკავშირება  ხელოვნების კონკრეტულ/შესაბამის დარგებთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის ხელოვნების დარგებს (მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი და სხვ.), იხსენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სად და რა სახით შეხვედრია, საუბრობს საკუთარ შთაბეჭდილებაზე;
·         საუბრობს ხელოვნების დარგებზე იმის მიხედვით, თუ რომელ გრძნობის ორგანოებზე მოქმედებენ ისინი; 
·         საუბრობს სხვადასხვა დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებზე (კომპოზიტორი, მხატვარი და ა.შ.);
·         ასახელებს არქიტექტურულ ძეგლებსა და ქანდაკებებს, რომელიც უნახავს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას (რომელი მოსწონს და რატომ);
·         საუბრობს საოპეროსაბალეტოთეატრალურ წარმოდგენებზესამხატვრო გალერეაში ან მუზეუმში ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე და ახალ ინფორმაციაზე;
·         საუბრობს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მისთვის ნაცნობ საყვარელ ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებზე, ელექტრონულ საგანმანათლებლო თამაშებზე, ილუსტრირებულ წიგნებზედა საუბრობს, რატომ მოსწონს ესა თუ ის ანიმაციური თუ მხატვრული ფილმი, გმირი, მუსიკა/სიმღერა, ილუსტრაცია;
·         ამოიცნობს  ხელოვნების ნიმუშებში ნაცნობ სიუჟეტებს, სცენებს, საგნებს და მოვლენებსსაუბრობსნამუშევრის შინაარსზე და მიღებულ შთაბეჭდილებაზე.


შინაარსი და რეკომენდაციები

სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები
ელემენტები:
ხაზი: სქელი, წვრილსწორტალღოვანტეხილწყვეტილ, ზიგზაგი, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, მრუდი, დიაგონალური, განსხვავებული სისქის კონტური.

აქტივობები ხაზით:
მოსწავლე იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს გამოსახულების შესაქმნელად, ჩანაფიქრის და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.  აკვირდება ხაზებს - „ბუნებაში არსებულს“ და ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებში (მაგ., დაფა, მერხი, ფანჯარა და ა. შ. - ჰორიზონტალური, ვერტიკალური, დიაგონალური ხაზი და ა.შ.) და იყენებს გამოსახულების შესაქმნელად. სხვადასხვა ტიპის ხაზის განმეორებით ქმნის  რიტმულ გამოსახულებებს.

ფერიძირითადი და შედგენილი, ცისარტყელას ფერები.
აქტივობები ფერით:
მოსწავლე ჩანაფიქრის გადმოსაცემად იყენებს ძირითად (წითელი, ყვითელი, ლურჯი) და მათი შერევით მიღებულ შედგენილ ფერებს (მწვანე, ნარინჯისფერი, იისფერი), გარემოში ამოიცნობს და იყენებს ცისარტყელას ფერებს. აკვირდება და  შეარჩევს ასახული ობიექტის ფერსგამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს და სხვა.

ფორმა: მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული, მაგ., ღრუბელი, ყვავილი და ა. შ., ბრტყელი და მოცულობითი - 2D და 3D.
აქტივობები  ფორმით:
მოსწავლე მისთვის ნაცნობ გარემოში (საკლასო ოთახში, ქუჩაში თუ ბუნებაში) ამოიცნობს  გეომეტრიულ (მაგ., წრეს, ოთხკუთხედს, სამკუთხედს) და ბუნებრივ (მაგ., ყვავილი, ღრუბელი, ხე და სხვა) ფორმებს. ამ ფორმებს იყენებს ნამუშევარში გამოსახულების შესაქმნელად (მაგ., წრის, ოთხკუთხედი, სამკუთხედი ფიგურის, ორნამენტების და სხვა). ორ და სამგანზომილებიან - ბრტყელ და მოცულობით ფორმებს იყენებსმარტივი კონსტრუქციების შესაქმნელად (მაგ., მის მიერ გამოძერწილი სხვადასხვა ზომის ოთხკუთხედის, წრის, სამკუთხედისაგან ქმნის თოვლის ბაბუის, ჯამბაზის, სახლის და სხვა გამოსახულებებს;  სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოლოფებისაგან ქმნის ნაგებობებს). ასახავს გარემოში არსებული ობიექტის ფორმას ნამუშევარში (მაგ., პეპელა, ჩიტი, სოკო და სხვა).

პრინციპები: რიტმი.

გამოყენებული პრინციპი:
მოსწავლე ქმნის რიტმულ გამოსახულებებს სხვადასხვა ტიპის ხაზის, სხვადასხვა ფერისა და ფორმის განმეორებით ან მათი კომბინაციით.

მასალა და იარაღი: ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი, ფლომასტერი, გუაში, ნახშირი, სანგინა, ფერადი ცარცები, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, პლასტილინი, თიხა, ფუნჯები, დაჭმუჭნული ქაღალდები, ლითონის, მუყაოს, პლასტმასის კოლოფები, გირჩა, ტოტი, ხის ქერქი, ფოთოლი,მარცვლეული, ნიჟარა, მძივები, ლენტები, მაკრატელი, წებო და სხვა

ტექნიკა და პროცედურაფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა.
გამოყენებული მასალა და ტექნიკა:
აქტივობების დროს მოსწავლე იყენებს მრავალფეროვან მასალას, იარაღს, ტექნიკას და პროცედურას; მასალისა და ტექნიკის შესაძლებლობების ძიება/აღმოჩენაში მოსწავლე მარტივი ექსპერიმენტებითგანიმტკიცებს და იღრმავებს მიღებულ ცოდნას და გამომუშავებულ უნარებს. სხვადასხვა მასალისა და ხერხის გამოყენებით იღებს მრავალფეროვან ფაქტურას (ქსოვილით, ფუნჯის ტარით, სავარცხლით და სხვ.) აკეთებს ანაბეჭდს (მაგ., მუყაოსგან/პენოპლასტისგან ამოჭრილი სხვადასხვა ფორმის ან გამოსახულებების, კარტოფილის ან  ლიმონის გამოყენებით); 
ატარებს ექსპერიმენტებს არატრადიციული იარაღით და მასალით; იყენებს ფანქრებსფლომასტერებს,პასტელსნახშირს, გუაშის საღებავებს, ფუნჯებს, ფერად ქაღალდებმუყაო, ქსოვილს, დაჭმუჭნულ ქაღალდებს, ლითონის, მუყაოს, პლასტმასის კოლოფებს, გირჩას, ტოტს, ხის ქერქს, ფოთოლს, მარცვლეულს და სხვა;  იყენებს ხატვის, აპლიკაციის, კოლაჟის, ანაბეჭდის,  მოზაიკის ტექნიკა და სხვა.

სავარაუდო თემები“ზაფხულის არდადეგები”, “მეგობრობა”, “სოფელი შემოდგომაზე”, “შემოდგომის ნატურმორტი”, “ახალი წლის ღამე”, “ზამთრის პეიზაჟი”, “შობა”, “აღდგომა”, “ბუნება გაზაფხულზე”, “ცირკში”, “ზოოპარკში”, “ჩემი ეზო”, “ჩემი ქალაქის მოედანი”,  “ფანტასტიკური ქალაქი”, “საყვარელი გმირი”, თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით და სხვა.

No comments:

Post a Comment